თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა. MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლებაა. ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აქვს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი კი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.