"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა თელავში ბრიფინგი გამართა. მან მოახლოვებული არჩევნების მნიშვნელობასა და ქართული ოცნების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა. ბოტკოველის განცხადებით,12 წლიანმა კორუმპირებულმა მმართველობამ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია. მან პარტიის საარჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.