თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებით გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არ გააუქმა და ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის რეკომენდაცია არ გასცა. ოპოზიცია ყურადღებას ემიგრანტების ხმების დაკარგვაზე ამახვილებს. ამბობენ რომ მოსამართლე სალომე სამხარაძემ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. რა საფრთხეებს ხედავს ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.