თბილისში ტურისტი დაიღუპა - Palitra News

თბილისში ტურისტი დაიღუპა

2024-09-30 12:22:38+04:00

თბილისში ტურისტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ვიდეოს გადაღების დროს მოხდა. გავრცელებული ცნობებით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.