ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები მიიტანა - Palitra News

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები მიიტანა

2024-09-30 12:20:43+04:00

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე დღეს დილით ავიადარტყმები მიიტანა. ლიბანში პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა. ამასთან, დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში მათი ლიდერი, ფატეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.