დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება - Palitra News

დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

2024-09-30 12:20:03+04:00

დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს, გერმანიის პარლამენტში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. საქართველოს ევროპული მომავალი ერთ-ერთი საკითხია ბუნდესტაგის სხდომის დღის წესრიგში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მტავრობისთვის ვიზიტზე თანხმობისთვის არ მიუმართავს.