აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომს აუცილებლად მოიგებს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა და ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. ზელენსკი აღნიშნავს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.