UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. გულშემატკივრები ჩემპიონის გამოჩენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდნენ. დვალიშვილმა აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველმა მებრძოლმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წარმატებისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება. UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.