„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის კამპანიის სპიკერად ლევან სანიკიძე წარადგინა. თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ლევან სანიკიძე უმნიშვნელოვანეს როლსს შეასრულებს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი მოიგებს, რომელიც ოკუპანტს ქვეყანას ბოდიშს არასოდეს მოუხდის. სწორედ ამიტომ, ისინი ახალგაზრდებს ქვეყნის ევროპული მომავლის მიზნით არჩევნებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.