ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პროცესს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.