“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წალკის მოსახლეობას შეხვდა. მელია ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო. ნიკა მელიას განცხადებით, წალკაში გამარჯვებისა და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვების განწყობაა. მისივე თქმით, გაერთიანების მიზანი არა ძველის ახლით ჩანაცვლება, არამედ ფუნდამენტური ცვლილებების მიღწევაა.