სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

2024-09-29 12:45:21+04:00

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ამის შესახებ გუშინ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.