8 ოქტომბერს ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა - Palitra News

8 ოქტომბერს ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა

2024-09-29 12:31:46+04:00

8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბორელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე იმსჯელებს - როგორც აღნიშნულია, საუბარი დემოკრატიის უკუსვლასაც შეეხება.