გადაიხედება თუ არა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ყველა ნახავს, თუ როგორ აისახება აღნიშნული ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. სალივანი არ არის პირველი, ვინც მსგავსი ტიპის განცხადება გაავრცელა. სალივანის ამ კრიტიკულ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. ამ საკითხზეც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია.