„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამჯერად კახეთში, კერძოდ კი თელავში ჩაატარა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. საზოგადოების წინაშე ასევე პარტიის სხვა ლიდერებიც წარსდგნენ. ხელისუფლების გზავნილი კვლავ უცვლელია. „არა ომს - აირჩიე მშვიდობა“ - სწორედ ამ იდეის გარშემო „ქართული ოცნება“ გაერთიანებისკენ და 26 ოქტომბერს არჩევნებზე „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით მოქმედებისკენ მოუწოდებს. კიდევ რა იყო „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, ამას სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს.