აიათოლა ალი ხამენეი - რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ - Palitra News

აიათოლა ალი ხამენეი - რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ

2024-09-28 16:20:47+04:00

რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ამ რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ, წინა ხაზზე „ჰეზბოლასთან“ ერთად“, - განაცხადა ხამენეიმ.

აიათოლა ალი ხამენეიმ მუსლიმებს ისრაელის წინააღმდეგ ლიბანელი ხალხისა და „ჰეზბოლას“ გვერდით დადგომისკენ მოუწოდა.

ამასთან, სააგენტო Reuters-მა რეგიონულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.