”ქართული ქარტიის” შესახებ ის ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომლებმაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინიციატივას ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით უცნობია, მიმდიმარეობს თუ არა ტექნიკურ მთავრობაზე მსჯელობა ან უნდა ველოდოთ თუ არა უახლეს მომავალში ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების კონსულტაციას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს რომ მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არჩევნებში გამარკვება და 26 ოქტომბერს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობით შევლაა, ნაწილი კი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტთან კონსულტაციებს შეუერთდებიან და ქარტიის მთავარ პრინციპებზე იმსჯელებენ.