რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული პირველი დარტყმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ. ევაკუაციის დროს კი რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს.
ამ დროისთვის ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, მათ შორის ერთი პოლიციელია.