„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში განხორციელებულ საჰაერო იერიშებს დაჯგუფების უფროსი მეთაური, ალი კარაკიც ემსხვერპლა.