8 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვით გამოვა. ბორელი ევროპარლამენტარების წინაშე წარდგება მოხსენებით სახელწოდებით - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში“. რაზე გაამახვილებს ყურადღებას ბორელი და როგორია ოპოზიციის მოლოდინი - ამ თემის დეტალებით ცარო კირვალიძე შემოგვიერთდება.