საქართველოს ხელისუფლების მორიგი კრიტიკა პარიზიდან - სალომე ზურაბიშვილმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო, მწვავედ გააკრიტიკა. პრეზიდენტმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის „ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ჩვენების გახსნაზე, "ოცნება" კიდევ ერთხელ "კოშმარად" მოიხსენია და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია რუსული დავალებით მოქმედებს. პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია თბილისის ქუჩებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების გამოფენაც. ზურაბიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა ბანერებმა საქართველოს მოსახლეობის და "ქართული ოცნების“ დარჩენილი მხარდამჭერების აღშფოთებაც კი გამოიწვია.