გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, თბილისში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები საუდის არაბეთთან და უზბეკეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნული მემორანდუმების შეფასებისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისა და უზბეკეთის მხარეებთან განიხილება ერთობლივი აქტივობების წარმართვა ტურისტული ნაკადების ზრდის წახალისების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასეთ აქტივობებად დაასახელა ცნობადობის ზრდის კამპანიების წარმართვა, ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდა, ტურისტული ბიზნესების დაახლოება, მედია ტურები და სხვ.
თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის