ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, პარტიის საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგი წერეთელმა, შეხვედრა გამართეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასა და მის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე ლიდერებმა, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას გააცნეს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის სტრატეგია.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის ყოფნა, როგორიცაა ეუთო/ოდირი, საქართველოში მნიშვნელოვანია რათა ქართველ ხალხთან ერთად დაიცვას ის არჩევანი, რომელსაც ის გააკეთებს 26 ოქტომბერს.