„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები, ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკის მორიგი ობიექტი გახდა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის წიმასაარჩევნო კამპანია კრემლისა და საბჭოთა კავშირის მეთოდებით მიმდინარეობს. მათივე შეფასებით, ბანერზე უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსგავსი შინაარსის ფოტოსურათი და განთავსებული წარწერა ანტიდასავლურ ნარატივსა და კრემლის პროპაგანდას ემსახურება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ განცხადებებსა და რიტორიკას, საზოგადოება უახლოეს მომავალში საკადრის პასუხს გასცემს.