ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას უუქმებდნენ მოწვევას. სხვა ინფორმაციაც აქვს კობახიძეს, რა ელის მას და ივანიშვილს, შესაბამისად, ესეც შეიძლება გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ცოტა თითქოს ტონალობას უკლო გაეროს ტრიბუნიდან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.