27 სექტემბერი, 31 წელი სოხუმის დაცემიდან და აფხაზეთის ომი- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. დღეს საქართველოს სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ გმირებს იხნებენ. დილიდან ხალხმრავლობა იყო გმირთა მოედანზე, სადაც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რა გზავნილები გაჟღერეს პოლიტიკურმა პარტიებმა ტრაგიკული შემთხვევიდან 31 წლისთავზე.