ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხება, ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციას დელეგაციის კრიტიკული განცხადება არ უკვირს. ამბობენ რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, რაც საერთაშორისო პარტნიორებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.