თეთრ სახლში ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ქვეყნის მომავალზე ევროკავშირსა და ნატო-ში. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას და 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტზე ისუაბრა. ბაიდენის თქმით, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ამერიკა მას ყოველ ჯერზე გვერდში დაუდგება. უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.