ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების შესახებ.
ბრეგაძის თქმით, იმ ფონზე, რომ რეგიონში რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაა, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანა და უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფა.
„მმართველი გუნდის უმთავრესი პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ის გარემოება, რომ ჩვენს რეგიონში, ზოგიერთი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება და ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი მოსახლეობა სამშვიდობოზე გავიყვანოთ ისე, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს“,- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა, მოუწოდა მათ , ვინც „კაგებე“-ს სტილზე ლაპარაკობს, გადახედონ საქართველოს ისტორიას და კარგად გაერკვიონ თუ რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული.
“როდესაც კაგებე-ს სტილზე საუბრობთ, გირჩევთ თვალი გადაავლოთ საქართველოს ისტორიას და დაფიქრდეთ იმის შესახებ თუ რაოდენ დიდი სამსახური გაუწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” იგივე “ერთიანმა ბოლშევიკურმა მოძრაობამ” საქართველოს არაკეთილ მოსურვეებს.
შეგიძლიათ გადახედოთ საქართველოს ისტორიას, იგივე 2008 წლის ომს და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს და მიხვდებით, რომ რუსეთისთვის ამდენი სამსახური არავის გაუწევია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ ხელი მოწერილი მტრულ და მოღალატეობრივ რეზოლუციაზე, რომლებიც პირდაპირ აბრალებდნენ საქართველოს ომის დაწყებას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველ ჯარისკაცების არ დაჰბრალდებოდა ომის დაწყება და არც დანაშაულის ჩადენა. როდესაც „კაგებე“-ს სტილზე ლაპარაკობთ, გირჩევთ გადახედოთ საქართველოს ისტორიას და კარგად გაერკვიეთ თუ რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაკეთებული რუსეთის სასარგებლოდ.
რაც შეეხება საარჩევნო ბანერის შინაარს, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი მათ შორის ახლო და მეგობარი სახელმწიფო არის გახვეული ცეცხლის ალში და საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ჩვენ ვალდებული ვართ ქართველი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და საქართველოს მოსახლეობა გავიყვანოთ სამშვიდობოს ისე, რომ ერთ ადამიანსაც კი არ ჩამოუვარდეს 1 თმის ღერიც კი. ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის“,- განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, დღეს, დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.
ამასთან, მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.