არცერთი სიტყვა რუსეთზე - ქვეყნის პრემიერმა ნიუ-ორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა - მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მიმართა, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა არ ახსენა. ამავდროულად, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი რთული გადაწყვეტილება და გამოწვევებს არ შუეშინდა. გარდა ამისა, პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც გამოვიდა სიტყვით, სადაც ასევე მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორ აფასებენ კობახიძის გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები და რით ახსნა მთავრობის მეთაურმა ის ფაქტი, რომ მას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საერთაშორისო ლიდერების მიღებაზე მიწვევა გაუუქმა.