ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უკვე ცნობილია იმ პოლიტილოსთა ვინაობა, ვინც საარჩევნო სიის პირველი ნომრები იქნებიან. "კოალიცია ძლიერი საქართველოს“ სიის სათავაში მამუკა კაზარაძე იქნება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველ ნომრად კი ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია დასახელდა. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა იქნება. ასევე უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ სიის სათავეში გიორგი გახარია იქნება. სიის წარდგენის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ გადამოწმებას დაიწყებს. ცესკო-ში მისულმა პოლიტიკურმა ძალებმა მედიასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს. ყველა მათგანი საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია.