თელავში, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე დაესწრნენ და პრეზენტაციის პარალელურად მოსახლეობასაც შეხვდნენ. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია თელავში გაიმართა, რადგან ხალხს კარგად ახსოვს თელავის და კახეთის განვითარება 2012 წლამდე.
გიული ალასანიას განცახდებით, ადგილობრივი მოსახლეობა იმედიანად არის განწყობილი. თავის მხრივ, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს.