"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამარ კორძაიამ, უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყვეგან, სადაც ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვეს, ისინი აუცილებლად უნდა გაიხსნას. კორძაიას განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება. მისივე თქმით, ამ მოთხოვნის მიუხედავად, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცესკო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.