საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა. მანამვე კი მან ნიუ-ორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მან იმის იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. მისივე განცხადებით, ჩვენი ქვეყანა უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე დგას და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი რთული გადაწყვეტილება და გამოწვევებს არ შუეშინდა. გარდა ამისა, პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც გამოვიდა სიტყვით, სადაც ასევე მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კიდევ რას შეეხო ირაკლი კობახიძე გაეროს ტრიბუნიდან და რა პასუხი აქვს მას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.