საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 570-ი ათას ლარს გადააჭარბა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8 -დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.