კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ხაზარაზის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არის "პატრიოტი და უკომპრომისო მებრძოლი". სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სჯერა გამარჯვების და ოპოზიცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.