აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქართულ ოპოზიციაში განხილვის გადადების მიზეზს მოახლეობულ არჩევნებს უკავშირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ კი ქვეყნის მთავრობა ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს, შტატების სენატში აღნიშნულ აქტს უმოკლეს ვადაში განიხილავენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრ გზავნილებს გააჟღერებენ.