რატომ გაუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენთან მიღებაზე. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და აშშ-ისა და დასავლეთის მიერ ნეგატიური რიტორიკით შეშფოთება დაასახელა. მოსაწვევის გაუქმების ფაქტს თავად პრემიერი არასერიოზულს უწოდებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა პრემიერის შეფასებით, ამას ოპოზიციისთვის პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება. ამ თემაზე ოპოზიციასიც საუბრობენ და ამბობენ, რომ აშშ-ის ქმედებები იმ ნაბიჯებმა განაპირობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ დგამს.