აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურების მკვლელობა დაჯგუფებას ვერ დააჩოქებს - Palitra News

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურების მკვლელობა დაჯგუფებას ვერ დააჩოქებს

2024-09-25 13:45:51+04:00

ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურების მკვლელობა დაჯგუფებას ვერ დააჩოქებს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრის მოწამეობრივად დაღუპვამ „ჰეზბოლას“ ზიანი ნამდვილად მიაყენა, მაგრამ ეს ისეთი ზიანი არ არის, რომელსაც დაჯგუფების დაჩოქება შეუძლია“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ცნობისთვის, დღეს, „ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა.