ბაიდენის ადმინისტრაციის უარი ირაკლი კობახიძეს - ამერიკის ხმის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენის ორგანიზებით გამართულ მიღებას ვეღარ დაესწრება. გამოცემის ცნობით, ირაკლი კობახიძე სტუმრების პირველანდელ სიაში ეწერა, თუმცა მოგვიანებით ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მოწვევა გაუუქმა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს შეხვედრაზე უარი უთხრა თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც. დღის წესრიგში არ არის შეტანილი არც ბაიდენის ადმინისტრაციის რომელიმე სხვა მაღალჩინისანთან შეხვედრა. არის თუ არა ქართული ოცნების პრემიერი ამერიკის მთავრობისგან უარყოფილი.