ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი და ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“ ხელმძღვანელი და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადნენ, ერთ- ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თავად ანტიკორუფციული ბიურო ყურადღებას პოლიტიკური მიზნებისთვის დასახელებული ორგანიზაციების მხრიდან მატერიალური თუ არა მატერიალური რესურსების მობილიზებაზე ამახვილებს. ოპოზიციურ სპექტრში კი ფიქრობენ რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით ანტიკორუფციული ბიურო რეპრესიულ მექანიზმად გადაიქცა და ის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად პარტიებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დასდევს.