გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
“ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, - წერს პრემიერი.