რაჭაში რთველი დაიწყო. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების, მოსავლის სრულად, დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1-თ კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე აღნიშნული ჯიშის ყურძნისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.