შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.
„ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შესანარჩუნებლად გადადგმული უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
შვეიცარიის პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტში ნათქვამია, რომ 1932-1933 წლებში უკრაინაში შიმშილობას ოთხი მილიონი უკრაინელი, ორ მილიონამდე ყაზახი და ასობით ათასი რუსი ემსხვერპლა.
გადაწყვეტილებას მხარი 123-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 58-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.