ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპას დირექტორი და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესა. ანტიკორუფციული ბიურო ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური მიზნებისთვის მათი მხრიდან მატერიალური თუ არა მატერიალური რესურსების მობილიზებაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს. კონკრეტულად რა გამოვლინდა მონიტორინგის შედეგად და რა გადაწყვეტილება მიიღო ბიურომ.