არჩევნებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ ქართული ქარტიიის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა და ამის შემდეგ ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება უნდა იყოს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ყურადღება ტექნიკური მთავრობის აუცილებლობაზე გაამახვილა.