მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ამ წლის 8 თვის განმავლობაში, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 11 მილიონ 800 ათას ლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არასწორი პარკირებისთვის დაახლოებით 11 მილიონ 200 ათასი ლარის ჯარიმა იყო გამოწერილი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 151 მლნ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის 7 თვეში კი 140 მლნ ლარზე მეტი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.