სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეფასებებს იზიარებენ. მათი თქმით, არჩევნების დღე ერთგვარი რეფერნდუმია, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი უნდა გადაწყვიტოს.