ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია თბილისში ვიზიტს აგრძელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაციის წევრებს საკუთარ შეხედულებას როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წევრები გაუზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს იმ რთულ წინასაარჩევნო ვითარებას გააცნობენ, რომელიც მათი აზრით დღეს ქვეყანაშია. არსებული ინფორმაციით, დელეგაცია შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ანტიკორუფციულ ბიუროშიც გამართავს.