„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართველმა პენსიონერებმა დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ - პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დებს პირობას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონერებს ექნებათ 1000-ლარიანი პენსია - ამასთან, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებს საპენსიო სესხი გაუნულდებათ. ლევან ხაბეიშვილი პენსიონერ ცოლ-ქმარს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და პენსიონერებისთვის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა გააცნო.